დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ERASMUS + გაცვლითი პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ნანა ყურშუბაძემ სტუდენტებს ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის კონკურსში მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტაციის, პარტნიორი უნივერსიტეტების, კონკურსის ვადებისა და სტიპენდიების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
გაცვლითი პროგრამით დაინტერესებულ სტუდენტებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საბუთების შემოტანა შეუძლიათ 30 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით. დაწვრილებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბსუ-ს კონკურსების გვერდსა და სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ვებგვერდს:
https://bsu.edu.ge/sub-48/