სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

კონკურსი სტუდენტებისთვის ინგლისურ ენაში

ბრიტანეთის საბჭო და საგანმანათლებლო სააგენტო ELL იწვევს სტუდენტებს ინგლისური ენის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, რომლის გამარჯვებულიც დიდ ბრიტანეთში ორკვირიან სასწავლო კურსზე გაემგზავრება. კონკურსის შედეგად სტუდენტებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა მიიღონ ბრიტანეთის საბჭოს მიერ დამოწმებული Aptis სერტიფიკატი და მოიგონ შესანიშნავი პრიზები:

I ადგილი -   ორკვირიანი სასწავლო კურსი დიდ ბრიტანეთში - M.L.S International College;
II ადგილი - iPhone 7;
III ადგილი - ლეპტოპი.

კონკურსის ყველა მონაწილე დაჯილდოვდება Aptis ტესტის სერტიფიკატით, რომელიც ასახავს:

  • სერტიფიკატის მფლობელის ინგლისური ენის ცოდნის დონეს, მისადაგებულს უცხო ენების ცოდნის საერთო ევროპულ ჩარჩოსთან (CEFR);
  • სერტიფიკატის მფლობელის მზაობას საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად.

კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია:

  •  სტუდენტის ასაკი 18 წელს აღემატებოდეს;
  •  სტუდენტი იყოს საქართველოს მოქალაქე;
  • კონკურსანტი იყოს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან პროფესიული სასწავლებლის სტუდენტი.


კონკურსში მონაწილეობის საფასური - 60 ლარი.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 12.03.2018

სარეგისტრაციოდ და დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს:https://www.britishcouncil.ge/exam/aptis/student-competition


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა