ჟურნალ „აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნეს“ საერთაშორისო აღიარება
13 ოქტომბერი 2023 წელი
ჟურნალ „აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნეს“ საერთაშორისო აღიარება
მიმდინარე წლის ზაფხულში, ჟურნალმა „აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნემ“, რომლის რედაქტორიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ემზარ მაკარაძე გახლავთ, ERIH-PLUS-ის (European Reference Index of the Humanities) ბაზაში წვდომის უფლება მოიპოვა. მაღალრეიტინგულ ჟურნალებში ნაშრომის გამოქვეყნება, უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობის დაკავების ერთ-ერთი წინაპირობაა. აღნიშნული ჟურნალი, პოლონეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შეიტანა პოლონეთის რეიტინგული ჟურნალების სიაში და 70 ქულა მიანიჭა. აქვე აღვნიშნავთ, რომ თუ სტატია შესაბამის სტანდარტებს აკმაყოფილებს, მის გამოქვეყნებას უფასოდ შეძლებთ.
გაზეთი „ბათუმის უნივერსიტეტი“ ულოცავს საუნივერსიტეტო სივრცეს, ჟურნალის რედაქტორსა და სარედაქციო კოლეგიას ამ წარმატებას. ჩვენს კითხვებს კი - ბატონი ემზარ მაკარაძე პასუხობს.
_ ბატონო ემზარ, ჟურნალი „აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე“ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის ბაზაზე 2018 წელს დაარსდა. პირველ რიგში, რომ გევსაუბროთ ჟურნალის ისტორიულ რაკურსზე, მიზნებსა და კონცეფციებზე?
სრულად