გამარჯვებული სასწავლო-კვლევითი პროექტი
4 დეკემბერი 2023 წელი

გამარჯვებული სასწავლო-კვლევითი პროექტი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა, მკვლევრებმა და სტუდენტებმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვეს. სამი ნომინაცია და რვა გამარჯვებული - ეს ჩვენი უნივერსიტეტის შედეგია სამეცნიერო საქმიანობაში.
„აჭარა-თურქეთის სასაზღვრო ზოლში ქერქიჭამიების გავრცელების თანამედროვე მდგომარეობა და სახეობათა იდენტიფიკაცია“, - ამ სათაურით წარადგინა სასწავლო- კვლევითი პროექტი ბიოლოგიის სპეციალობის მაგისტრანტმა მარიამ ბერიძემ. მისი ხელმძღვანელი ბიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ქალბატონი გუგული დუმბაძე გახლავთ, ხოლო სამეცნიერო კონსულტაციას თემელ გოქთურქი, ართვინის უნივერსიტეტის პროფესორი უწევდა. მაგისტრანტი და ხელმძღვანელი ამბობენ, რომ მათ წინ ხანგრძლივი და საინტერესო ერთობლივი საქმიანობა ელით.
სრულად