გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

მე ავირჩიე ბსუ, აირჩიე შენც

სურათი

მე ვარ მარიკა ბროლაძე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის, ბიოლოგიის სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტი. ამ ეტაპზე ვარ „სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება ბსუ“-ს თავმჯდომარე და სხვადასხვა სპეციალობის აქტიურ სტუდენტებთან ერთად ვცდილობ საკუთარი წვლილი შევიტანო სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნებაში. აქტიურად ვარ ჩართული სხვადასხვა სახის პროექტებსა და ტრენინგებში. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ განვვითარდე როგორც პიროვნული, ისე პროფესიული კუთხით.

მე-12 კლასში გადავწყვიტე, რომ სწავლა გამეგრძელებინა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიოლოგიის სპეციალობაზე. ჯერ კიდევ მაშინ, სანამ სტუდენტი გავხდებოდი, უნივერსიტეტის გაზეთის რესპონდენტი ვიყავი და დაიბეჭდა ჩემს შესახებ, რომ მე ვირჩევდი ბსუ-ს. უკვე მეოთხეკურსელი სტუდენტის გადასახედიდან ვამბობ, რომ არჩევანში არ შევმცდარვარ. ახლა კი, უკვე ოთხი წლის შემდეგ, ვცდილობ გავუზიარო აბიტურიენტებს იმ შესაძლებლობების შესახებ, რასაც სთავაზობს მათ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ჩაბარების პირველივე წელს გავხდი „სტუდენტთა სამეცნიერო სახოგაება ბსუ-ს“ წევრი. ერთობლივად განვახორციელეთ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია 2019, პროექტები „სტუდენტები აკადემიური განვითარებისთვის“, „გადააზრების კრიტიკული ზღვარი“ და სხვა. 2021 წლიდან უკვე თავად გავხვდი ამ ჯგუფის ხელმძღვანელი. უნივერსიტეტის აქტიურ და გამორჩეულ სტუდენტებთან ერთად დავგეგმე და ჩავატარე 2021 წლის სამეცნიერო კონფერენცია. ამ ეტაპზე უკვე აქტიურად ვგეგმავთ 2022 წლის კონფერენციასა და სხვადასხვა სახის პროექტებს, რათა ხელი შევუწყოთ როგორც ჩვენ, ასევე სხვა სტუდენტების კარიერულ და პიროვნულ განვითარებას.

სწავლების დაწყების წლიდან ვღებულობ სახელმწიფო სტიპენდიას, რაც დამატებითი სტიმულია ჩემთვის. სწავლის დასრულების შემდეგ ვგეგმავ გავაგრძელო მაგისტრატურაში სწავლა  ზღვის ბიოლოგიის მიმართულებით.  გარდა ძირითადი სპეციალობისა, ვსწავლობ მასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამაზე. აღნიშნული მაინორ პროგრამის პრაქტიკის ფარგლებში შესაძლებლობა მქონდა ჩამეტარებინა გაკვეთილები სკოლაში და მიმეღო განსხვავებული გამოცდილება.

აბიტურიენტებს გულწრფელად ვურჩევ, რომ  აირჩიონ ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. აქ მოსულ სტუდენტს სთავაზობენ ამოუწურავ შესაძლებლობებს, სხვადასხვა გაცვლით პროგრამებს, პროექტებს, კონფერენციებს და სხვა სახის აქტივობებს. უნივერსიტეტი გაძლევს შესაძლებლობას, რომ გახდე სწავლა-სწავლების აქტიური მონაწილე და შეიტანო შენი წვლილი განვითარების პროცესში.

მე ავირჩიე ბსუ, აირჩიე შენც!


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა