გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

"წერით და მუზით ვაშენებ ადამიანებამდე მისასვლელ გზას"

სურათი

„ვსწავლობ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს ლევან ბერიძის სახელობის საჯაროს სკოლის მეთორმეტე კლასში. აქტიურად ვარ ჩართული როგორც სასკოლო, ასე არაფორმალურ აქტივობებში. ვმონაწილეობ საგანმანათლებლო ოლიმპიადებში, ვარ გაწევრიანებული მწერალთა კლუბში. წერით და მუზით ვაშენებ ადამიანებამდე მისასვლელ გზას. როგორც წარჩინებულმა მოსწავლემ, 2021 წელს მონაწილეობა მივიღე ,,74-ე სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციის“ ქართული და მსოფლიო ენათმეცნიერებისა და ლიტერატურულ სექციაში, რომელსაც ორგანიზება  თბილისის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულმა სასახლემ გაუწია.  ვწერ ლექსებსა და ჩანახატებს და მინდა ლექსების კრებულიც გამოვცე. რაც შეეხება პროფესიას, მინდა გავხდე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, რადგან ქართული ჩემი საყვარელი საგანია და ჩემი მასწავლებლის სიყვარულმა ამარჩევინა ეს ფაკულტეტი. მინდა ჩავაბარო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რადგან მაქ ვინც სწავლობს, არჩევანს არავინ ნანობს, ყველასგან კარგი მესმის და ვფიქრობ, რომ აქ  შევძლებ ჩემი ოცნების ასრულებას. წლების შემდეგ საკუთარ თავს ვხედავ საკლასო ოთახში, სადაც მერხებთან მსხდომ ბავშვებს ავუხსნი ზმნას, არსებით სახელს და არამარტო ქართულ ენას შევასწავლი,  არამედ აღვზრდი და ჩამოვაყალიბებ პიროვნებებად. ,,სწავლის ძირი მწარე არის კენწეროში გატკბილდებისო“, _  ხოდა  მეც ვშრომობ, თავს არ ვზოგავ, რომ ჩემი კენწერო მომავალში  უზრუნველყოფილი და გატკბილებული იყოს“.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა