გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

მომავალი ექიმი: „მე ვირჩვ ბსუ-ს“

სურათი

თათია ფუტკარაძე ბათუმის მე-5 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეა. ოქროსმედალოსანი აბიტურიენტის არჩევანი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მედიცინის სპეციალობაა. ის ამბობს, რომ მის სამომავლო გეგმებს, აქ მყარი საფუძველი ჩაეყრება.

„ბავშვობიდან მინდა ექიმობა. ვიცი, ყველაზე საპასუხისმგებლო საქმიანობაა. თუმცა როცა გრძნობ, რომ ეს შენი მოწოდებაა, მეტი ძალა და შემართება გეძლევა. სურვილს, რომ დავეხმარო ადამიანებს სიცოცხლის გადარჩენაში, დაემატა სკოლაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით დაინტერესება.

მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი სასკოლო ცხოვრება მაქვს. ჩართული ვარ სასკოლო კლუბებში. ნორჩ-ქიმიკოსთა კლუბის “მელიორას” ერთ-ერთი ხელმძღვანელიც გახლავართ, რომლის მრავალფეროვანი საქმიანობებიდან, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, ჩვენი სკოლის ეზოს გამწვანება იყო. გარდა ამისა, ეროვნულ ოლიმპიადებში ვიღებდი მონაწილეობას და ფიზიკის ოლიმპიადაში საპრიზო ადგილიც დავიმსახურე. სკოლაში მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც ვცდილობდით STEM საგნების სწავლების გაუმჯობესებას, რის ფარგლებშიც ჩამოვაყალიბეთ სკოლის ფიზიკის გუნდი „ფოტონი“ და მონაწილეობა მივიღეთ ფიზიკის ტურნირ „ჩხირკედელაში“. აქაც საქართველოს მასშტაბით მეორე ადგილი ავიღეთ. ასეთი საინტერესო სასკოლო ცხოვრებიდან გამომდინარე, გადავწყვიტე ჩემი მომავალი დავუკავშირო იმ უნივერსიტეტს, სადაც ეს მუხტი და შემართება გაორმაგდება და ვფიქრობ, ბსუ სწორედ ეს ადგილია. რეგიონში მდებარე პირველი, ძირძველი ისტორიული უმაღლესი სასწავლებელი, მრავალფეროვანი აქტივობითა და გაცვლითი პროგრამებით გამოირჩევა. სწრედ აქ ჩაეყრება მყარი საფუძველი ჩემს სამომავლო გეგმებს. დარწმუნებული ვარ, საინტერესო თავგადასავლებით სავსე სტუდენტობა მელის.

გონების თვალით ჩემს თავს წლების შემდეგაც ვხედავ... მაგალითად,   20 წლის შემდეგ შემდგარი და ჩამოყალიბებული პიროვნება ვიქნები, საუკეთესო ექიმი, რომელიც მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, ყოველთვის ნახულობს დროს საკუთარი თავისთვის, საყვარელი ადამიანებისა და მოგზაურობისთვის. ზუსტად ვიცი, ბევრი შრომითა და თავდადებით აუცილებლად მივაღწევ მიზანს, ყველა ოცნებას ავისრულებ და სხვებსაც დავეხმარები ოცნებების ასრულებაში“.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა