ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. პირველკურსელებს სასწავლო წლის დაწყება უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა ფაკულტეტების დეკანებთან ერთად მიულოცა. რექტორმა სტუდენტებს საგნმანათლებლო, გაცვლითი, სოციალური პროგრამები და საუნივერსიტეტო ცხოვრება გააცნო. მათ სტიპენდიების მოპოვების კრიტერიმებზეც ესაუბრა და წარმატებები უსურვა.
გაზეთი ,,ბათუმის უნივერსიტეტი“ პირველკურსელებს მათ მიერ არჩეულ პროფესიებზე, მოლოდინებზე, საკუთარ შესაძლებლობებზე და პირველ ემოციებზე ესაუბრა.
ავთანდილ მახარაძე:
_ ჩემი მოლოდინები და მთავარი მიზნები ამ ოთხი წლის განმავლობაში მაქსიმალური ცოდნის და გამოცდილბის მიღება იქნება. ვფიქრობ, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მაღალი კვალიფიკაციის მქონე უნივერსიტეტია. ველოდები ბევრ და ახალ აკადემიურ გამოწვევას. ასევე ვაპირებ ჩემი განათლების დონის საკმაო ნიშნულით გაზრდას.
_ ბსუ-ში პირველივე ნაბიჯებისას გავიაზრე ის, რომ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავედი და მივხვდი თუ რა განსხვავებული და მიმზიდველი ხიბლი აქვს სტუდენტობას. პირველი განცდილი ემოცია სიხარულის და სიახლის შეგრძნება იყო.
_ უამრავ სხვა უნივერსიტეტს განვიხილავდი, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი ბსუ-ზე შევაჩერე, რადგან იგი ტოლს არ უდებს არცერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტს საქართველოს მასშტაბით. ბევრისგან მსმენია, რომ ბსუ-ს დამახასიათებელი აურა აქვს, რომელიც თავის მხრივ ქმნის მშვიდ და მეგობრულ გარემოს, რასაც თავადვე მივხვდი პირველივე ლექციისას და სწორედ ამიტომ ავირჩიე ბსუ.
_ არჩეული მაქვს მათემატიკის პროფესია. სკოლის პერიოდიდან ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი და კონკრეტულად ეს საგანი იმდენად მიზიდავდა, რომ სხვა პროფესიას არც განვიხილავდი. ვფიქრობ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე და დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებული ვიქნები.
მარიამ ჭაღალიძე:
_ მჯერა ეს ოთხი წელი ნაყოფიერი იქნება, შევძლებ უფრო მეტის სწავლას და უფრო თავდაჯერებული და მოტივირებული ვიქნები.
_ ბსუ-ში შემობიჯების პირველივე დღიდან სხვანაირად ვიგრძენი თავი, თითქოს ეს ნაბიჯი უკვე მაახლოებდა იმ მიზნამდე, რისი სურვილიც ბავშვობიდან მაქვს.
_ არ შემეძლო ამერჩია სხვაგან წასვლა, როცა ასეთი კარგი უნივერსიტეტი ჩემს ქალაქშია და რომელზეც ყველა განსაკუთრებულად საუბრობს.
_ საკუთარ თავს ვხედავ რომელიმე კარგ სკოლაში, სადაც შემეძლება ბავშვებს მათემატიკა ვასწავლო და შევაყვარო. პირველივე კლასიდან მათემატიკა ჩემი საყვარელი საგანი იყო.
მარიამ მაისურაძე:
_ ვფიქრობ, რომ თავს კარგად გავართმევ ყველაფერს. მოლოდინები რა თქმა უნდა დიდია და ვიმედოვნებ, რომ საკუთარ შესაძლებლობეს მაქსიმალურად გამოვიყენებ.
_ ახალ სივრცეში შევაბიჯე ფეხი და მივხვდი, რომ ამ დღიდან ჩემთვის ახალი ცხოვრება იწყებოდა. აღტაცება, სიხარული და ნერვიულობა ერთმანეთში ირეოდა. ბევრი კარგი მსენია ბათუმის შოთა რუსთაველის სახლმწიფო უნივერსიტეტზე. ამჯერად პედაგოგობაზე მაქვს არჩევანი გაკეთებული და იმედი მაქვს, რომ პროფესიაზე აზრი არ შემეცვლება.
რიტა გელაშვილი:
_ სხვადასხვა ინფორმაციით და მეგობრების მიერ გაზიარებული შთაბეჭდილებებით მივხდვი, რომ ბსუ არის სივრცე სადაც მიღებული ცოდნით დასახულ მიზნებს მიაღწევ. მომწონს ბსუ-ს გარემო და ის ყველაფერი რაც აქამდე ჩემთვის უცხო იყო. ქართული ფილოლოგიის პირველკურსელი ვარ. ეს პროფესია ქართულის მასწავლებლის გამო გახდა ჩემთვის პრიორიტეტული. მისმა პროფესიონალიზმმა შემაყვარა ფილოლოგობა. შესაძლებლობებს და ენერგიას არ დავიშურებ, რომ სტუდენტობის წლები ბოლომდე მივიყვანო და პროფესიული ოცნებები ავიხდინო.
მარიამ კიზივაძე:
_ ჩემი მოლოდინები ძალიან მაღალია. ვფიქრობ, რომ აქ გატარებული დრო ნაყოფიერი და საინტერესო იქნება. უნივერსიტეტში შემოსვლისთანავე პერსონალის სასიამოვნო ყურადღება ვიგრძენი. ბსუ პროგრამული მრავალფეროვნების და სწავლების მაღალი დონის გამო ავირჩიე. ამაყი ვარ, რომ დიდი კონკურენციის პირობებში ბსუ-ს სტუდენტი გავხდი. იმედი მაქვს, რომ პროფესიონალი ფილოლოგი გამოვალ და შევძლებ ცოდნის რეალიზებას.
გაზეთი ,,ბათუმის უნივერსიტეტი“ გილოცავთ საწავლო წლის დაწყებას!
ბსუ-ში 2023-2024 სასწავლო წლისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხვის უფლება 1561-მა აბიტურიენტმა მოიპოვა. 430 პირველკურსელი ბსუ-ს 10 პრიორიტეტულ პროგრამაზე ისწავლის, რომელიც სახელმწიფოს მიერაა დაფინანსებული.
საბაკალავრო პროგრამების შევსების მაჩვენებელი გასული წლებისაგან განსხვავებით, რეკორდულად გაიზარდა და თითქმის 100%-ს შეადგენს. ასევე 106%-ით გაზრდილია აბიტურინეტთა განაცხადების რაოდენობა.
ბსუ-ს ათი მოთხოვნადი პროგრამაა: ფსიქოლოგია, კომპიუტერული მეცნიერება, ინგლისური ფილოლოგია, ისტორია, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულისაბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა, მედიცინა, ქართული ფილოლოგია, ეკონომიკა და არქიტექტურა
უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტზე 7 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს, მათ შორის 750-მდე უცხოელი.
უკან |