გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

გაზეთ „ბათუმის უნივერსიტეტის“ რედაქციის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს დებულება განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალური ბეჭდვით ორგანოს - გაზეთ „ბათუმის უნივერსიტეტის“ რედაქციის (შემდგომში – რედაქცია) სტატუსს, უფლება-მოვალეობებს და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.

2. უნივერსიტეტის გაზეთ „ბათუმის უნივერსიტეტის“ რედაქცია არის უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეული.

3. უნივერსიტეტის გაზეთ „ბათუმის უნივერსიტეტის“ რედაქცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, მოქმედი კანონმდებლობით, უნივერსიტეტის წესდებით, შინაგანაწესით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.

მუხლი 2. რედაქციის ფუნქციები

რედაქცია უზღუნველყოფს უნივერსიტეტის გაზეთ „ბათუმის უნივერსიტეტის“ გამოსაცემად მომზადებას და სხვა სახის საინფორმაციო საქმიანობას უნივერსიტეტის მიზნებიდან გამომდინარე.

მუხლი 3. რედაქციის ხელმძღვანელობა

1. რედაქციას ხელმძღვანელობს რედაქტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

2. რედაქტორი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს რედაქციის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს რედაქციას დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია რედაქციაზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

გ) ანაწილებს მოვალეობებს რედაქციის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

დ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს რედაქციის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ უნივერსიტეტის შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;

ე) ხელს აწერს რედაქციაში მომზადებულ დოკუმენტებს;

ვ) წარადგენს ანგარიშს რედაქციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველწლიურად, აგრეთვე ნებისმიერ დროს რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დავალებით;

ზ) წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წინადადებებს რედაქციის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, რედაქციის მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

თ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია რედაქციის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;

ლ) რედაქციის სახელით იძლევა დასკვნებს კომპეტენციის ფარგლებში;

მ) პერიოდულად ისმენს რედაქციის მოსამსახურების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ნ) შუამდგომლობს რედაქციის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

ო) ახორციელებს ამ დებულებით, რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და მართვოის სხვა ორგანოების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და დავალებებს.

მუხლი 4. რედაქციის მოსამსახურეები

1. რედაქციის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

2. რედაქციის მოსამსახურეების უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება უნივერსიტეტის შინაგანაწესით, რედაქციის უფროსის სამსახურებრივი დავალებებითა და საქართველოს კანონმდებლობით.

6. რედაქციის მოსამსახურეები ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

მუხლი 5. დასკვნითი დებულებები

დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა