,,მე ვარ მარიამ ასამბაძე. ვსწავლობ სსიპ ჯემალ ქათამაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლაში, მე-12 კლასში. ვარ აბიტურიენტი. სკოლაში დღემდე უამრავ პროექტსა თუ ღონისძიებას ვახორციელებთ. გასულ წელს თვითმმართველობის თავმჯდომრის მოადგილე ვიყავი. სკოლის ერთ-ერთი წარმატებული მოსწავლე ვარ. მე-9 კლასის ბოლოს ავიღე კომპიუტერი, ხოლო ამ დროისათვის ოქროს მედლის კანდიდატი გახლავართ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მრავალფეროვნება მიყვარს, რამაც გამოიწვია ჩემი ინტერესი სხვადასხვა სფეროსადმი. გავიარე გრაფიკული დიზაინის, ,,როგორ ჩამოვყალიბდე ნამდვილ ლიდერად?”, სოციუმის მართვისა და კიბერუსაფრთხოებისგან თავის არიდების კურსები. საბოლოოდ კი გადავწყვიტე, პატარა ,,მარიამის” ოცნება ამესრულებინა და სამომავლო პროფესიად ინგლისური ფილოლოგია ავირჩიე.
ადამიანები ყოველთვის ვდგავართ სხვადასხვა გამოწვევის წინაშე, რომელთა წარმატებით გადალახვის შემდეგ გადავდივართ ახალ, უფრო საინტერესო და მნიშვნელოვან ეტაპზე. ამ შემთხვევაში ჩემთვის უდიდესი გამოწვევაა გზაა მოსწავლეობიდან სტუდენტობამდე. მოგეხსენებათ, ეს არის პერიოდი, რომელიც შემდგომში ჩვენ მთელ ცხოვრებას განსაზღვრავს.
ამ ყველაფრის ნაწილია ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, როგორიცაა უამრავ უნივერსიტეტს შორის საუკეთესოს შერჩევა. გასულ წლებში ხშირად ვეკითხებოდი საკუთარ თავს, თუ სწავლა რომელ უმაღლეს სასწავლებელში უნდა გამეგრძელებინა. ვფიქრობ, კითხვა ფორმარული იყო, რადგან თავიდანვე ვიცოდი ბათუმის შოთა რუსთაველი სახელმწიფო უნივერსიტეტი არის ის არჩევანი, რომელიც გახდება ჩემი წარმატებული მომავლის საფუძველი. ამას, მისი თითქმის საუკუნოვანი გამოცდილება და მის მიერ აღზრდილი თაობები მაფიქრებინებს. ასევე ჩემთვის მნიშვნელოვანია გაცვლითი პროგრამები, რომელსაც უნივერსიტი მთავაზობს. ეს ცოდნის რეალიზების საუკეთესო საშუალებაა, რაც გზას გამიხსნის წარმატებისკენ. აქედან გამომდინარე, ის ნამდვილად საუკეთესოა ჩემს ქალაქში.
რაც შეეხება თვით ჩემი სტუდენტობის წლებს, ვფიქრობ, რომ საინტერესო, მრავალფეროვანი და უამრავი გამოწვევით იქნება აღსავსე, რაც საშუალებას მომცემს, გამოვამჟღავნო ჩემი ცოდნა და შევმატო ახალი. ამასთან ერთად გავიცნობ ახალ ადამიანებს, რომლებიც ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდებიან და ერთად გავივლით იმ ეტაპს, რასაც სტუდენტობის წლები ჰქვია.
დროში რომ ვიმოგზაუროთ, ჩემი აზრით, 10 წელში უკვე ჩამოყალიბებული პიროვნება და შემდგარი მასწავლებელი ვიქნები, ვისაც დაწყებული აქვს იმ მიზნებისა თუ ოცნებების შესრულება, რაც მანამდე გააჩნდა. ვეყვარები ჩემს მოსწავლეებს და ვიქნები მასწავლებელი, რომლის ჩატარებულ გაკვეთილზე არ იტყვიან ,,ნეტა ზარი როდის გამოვა? უკვე მოსაწყენია ეს გაკვეთილი”. ამავდროულად, ჩემ მიერ მიღწეული წარმატებებით ვაჩვენებ ჩემს გარშემომყოფებს, რომ ამ პროფესიის არჩევა ნამდვილად არ იყო არასწორი არჩევანი”.
უკან |