კონკურსი სტუდენტებისათვის „ეფექტიანი ცვლილებების სესიები“
3 ნოემბერი 2017 წელი

კონკურსის „ეფექტიანი ცვლილებების სესიები“ წარდგინება გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პროგრამა ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში აცხადებს და მისი მიზანია სტუდენტების ჩართვა გარემოსდაცვითი აქტივობებში, ინიციატივების წამოწყებისა და ინოვაციური მიდგომების განვითარების ხელშეწყობა ახალგაზრდებში. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია აქტიურ და გარემოს დაცვის თემატიკით დაინტერესებულ სტუდენტებს აჭარიდან. WMRT II პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს მთავრობას ქვეყნის ნარჩენების მართვის სექტორის მოდერნიზებაში და მხარს უჭერს მდგრად განვითარებასა და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას. პროექტი ასევე უზრუნველყოფს ნარჩენების ისეთ მართვას, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ადამიანის ჯანმრთელობისა და ბუნებრივ რესურსებზე მიყენებულ ზიანს.
სრულად