სტუდენტურმა თეატრმა „დასმა“ ფესტივალის ორ ნომინაციაში გაიმარჯვა
10 დეკემბერი 2016 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა თეატრმა „დასმა“ საერთაშორისო ფესტივალის - „ნიღაბი 2016“ ორ ნომინაციაში გაიმარჯვა. ბათუმელი სტუდენტები მაყურებლის წინაშე რეჟისორ როინ დვალის მიერ დადგმული სპექტაკლით - „დარისპანის გასაჭირი“ წარსდგნენ. კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით, ქალის საუკეთესო როლის შემსრულებლად სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი მარიამ ქიქავა დასახელდა, ხოლო ფესტივალის სპეციალური პრიზი ფესტივალის საპატიო წევრს, ბსუ-ს სტუდენტთა მომსახურებისა და მხარდაჭერის სამსახურის მთავარ სპეციალისტს როინ დვალს გადაეცა. უნივერსიტეტი სტუდენტურ თეატრ „დასს“ ულოცავს გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს.
სრულად