სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი

კრეათონი „ფიროსმანი ციფრულ სივრცეში“

სურათი

3-5 მაისს, ტექნოპარკში, შემეცნებითი, შემოქმედებითი კონკურსი კრეათონი „ფიროსმანი ციფრულ სივრცეში“  გაიმართება. საკონკურსო დავალებები გულისხმობს  ნიკო ფიროსმანის შემოქმედების თემაზე გრაფიკული დიზაინისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით სხვადასხვა სახის ნამუშევრების შექმნას.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს.

გამარჯვებული ნამუშევრების მიხედვით შეიქმნება სიღნაღის ფესტივალის ბრენდინგი, რომელიც 21-22 სექტემბერს, სიღნაღში გაიმართება.

პროექტის მიზანია, ქართული კულტურული მემკვიდრეობის პოზიციონირების ხელშეწყობა და მისი პოტენციალის ეფექტური ინტეგრირება ქვეყნის განვითარების სხვადასხვა სექტორსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

კონკურსის დასკვნითი ღონისძიება 5 მაისს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ჩატარდება.

პროექტის ორგანიზატორები არიან: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, ტექნოლოგიების ლაბორატორია და სასწავლო ცენტრი - ჯეოლაბი, ციფრული შემოქმედებითი სარეკლამო სააგენტო - ლივინგსტონი და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტების ჯგუფებმა უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია.

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSc6cvYiOOV9qc7CjeDWQebpoRu7Cy2o8sKsbb9s8VUpZ-L1Iw/viewform

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 30 აპრილი.

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა