22 ნოემბერი 2021 წელი
![გადიდება სურათი](https://bsu.edu.ge/text_images/ge_pic_15954_1_s.jpg)
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტი გიორგი ლორთქიფანიძე ევრაზიის ჩემპიონია სამჭიდში. ევრაზიის თასის გათამაშება სამჭიდში ქალაქ კიევში გაიმართა და მასში 5 ქვეყნის სპორტსმენები მონაწილეობდნენ. გიორგი ლორთქიფანიძე პირველი ადგილის მფლობელი გახდა 20-23 წლის ასაკში, 100 კგ. წონით კატეგორიაში. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი გიორგი ლორთქიფანიძეს ულოცავს გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს.