სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი

„ბსუ-ს ინტელექტუალი - 2022“

სურათი

ბსუ-ში „ინტელექტუალური ვიქტორინის“ გაზაფხულის სეზონის პირველი ტური და შემოდგომის სეზონის გამარჯვებული გუნდების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა, რექტორის მოადგილემ, პროფესორმა თამარ სირაძემ და ვიქტორინის ორგანიზატორმა, პროფესორმა გიორგი მასალკინმა 2021 წლის შემოდგომის სეზონის გამარჯვებული გუნდები დააჯილდოვეს.

შემოდგომის სეზონში სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისაგან დაკომპლექტებული 30 გუნდი მონაწილეობდა. პირველი ადგილი „უნიჭო შოთელებმა, ანუ ტიანშანმა“ მოიპოვა, მეორე ადგილი - „ავემ“ და მესამე ადგილი - „უქიმერიონმა“. პირველ სამ ადგილზე გასულ გუნდებთან ერთად სიგელებით და სამახსოვრო პრიზებით დაჯილდოვდა ვიქტორინის ფინალში გასული კიდევ შვიდი გუნდი: „თამადა“, "ვინი, ვიდი, ვიცი“, „არტემისი, „5-ზე მეტი, 6-ზე ნაკლები“, „ომოიკანე“, „ყოჩაღ“, „ივექტუსი“. ასევე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის  წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა  შეკითხვა გაათამაშა და გამარჯვებული გუნდი „არტემისი“ დააჯილდოვა.

,,ინტელექტუალური ვიქტორინის“  დაჯილდოების ცერემონიაზე სიგელი გადაეცათ ჟიურის თავმჯდომარეს, ბსუ-ს რექტორის მოადგილეს პროფესორ თამარ სირაძეს, ჟიურის წევრებს: მაგისტრანტებს, ნინო ყაჭეიშვილს, ხატია ბერიძეს, სოფიო ზოიძეს და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის უფროსს, ზვიად ბერაძეს.

ინტელექტუალური ვიქტორინა ბსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა