სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი

საგრანტო პროექტ PROMENT-ის პერსონალის სასწავლო ვიზიტი სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში

სურათი

5-11 ნოემბერს ბსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსი ლევან ტარიელაძე და წამყვანი სპეციალისტი სალომე ჯინჭარაძე „ერაზმუს+“-ის საგრანტო პროექტის „პროფესიული განათლებისა და სტუდენტების ჩართულობის ხელშეწყობა მენტორინგისა და ტუტორინგის სისტემით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში" (PROMENT) ფარგლებში, სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ პოლონეთში, სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა უნივერსიტეტის ვიცე რექტორ მარეკ პაველჩუკთან, პროექტების მართვის ცენტრის ხელმძღვანელ მარჩინ გორსკისთან, სასწავლო კოლეჯის დირექტორ ანა ჩრობოკთან, მეცნიერების პოპულარიზაციის ცენტრის დირექტორ ალექსანდრა ზიემბინსკასთან, გაცვლითი პროგრამების სტუდენტთა ორგანიზაციის და  სტუდენტთა კარიერული ოფისის ხელმძღვანელებთან.

შეხვედრებზე სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა პროექტის მონაწილეებს პრეზენტაციები წარუდგინეს და გამოცდილება გაუზიარეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: სტუდენტთა წამახალისებელი პროგრამები, სტუდენტთა კარიერული და ფსიქოლოგიური კონსულტაცია, მენტორინგი, გაცვლითი პროგრამის სტუდენტთა ორგანიზაცია, მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების პოპულარიზაცია და ხელშეწყობა, საერთაშორისო პროექტებზე დაფუძნებული სწავლება და სხვა. პროექტის მონაწილეები გაეცნენ სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და ადმინისტრაციული ერთეულების საქმიანობას.

ვიზიტის ბოლოს „ერაზმუს+“-ის საგრანტო პროექტის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა