სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი

ბსუ-ში საახალწლო კონცერტი და წარმატებულ სტუდენტთა დაჯილდოება გაიმართა

სურათი

ბსუ-ში საახალწლო კონცერტი და წარმატებულ სტუდენტთა დაჯილდოება გაიმართა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა 2023 წელი შეაჯამა, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა, მადლობა გადაუხადა გაწეული მუშაობისათვის და წარმატებები უსურვა. ღონისძიებაზე ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მერაბ დიასამიძემ და  სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ლევან ტარიელაძემ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს 2023 წლის სტუდენტური ღონისძიებების ფარგლებში გამარჯვებულ სტუდენტებს, სპორტულ გუნდებს, მუსიკალურ ჯგუფებსა და მათ ხელმძღვანელებს.

დაჯილდოების ცერემონია საახალწლო კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის მუსიკალური და ქორეოგრაფიული ჯგუფები - ბსუ-ს ბენდები ,,OFF SIDE“, „აურა“,  თანამედროვე საესტრადო-ვოკალური სიმღერის ჯგუფი, გოგონათა და ვაჟთა ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი „თირინი“ და ქორეოგრაფიული ანსამბლი „ტბეთი“ და მხიარულთა და საზრიანთა გუნდი.

ბსუ-ს „სტუდენტური დღეები 2023“-ის გამარჯვებულები:

  • ნახატების კონკურსი - ნინი შავლიძე, ტექნოლოგიური ფაკულტეტი
  • ბილიარდი - ანა ფხაკაძე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
  • ჭადრაკი - რეზო გოგიტიძე,  იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
  • FIFA 23 - ზურაბ გოგიტიძე,  იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
  • მაგიდის ჩოგბურთი - დავით ბასილაძე, ტურიზმის ფაკულტეტი
  • მაგიდის ჩოგბურთი - ლინდა ჩიკვაიძე,       ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
  • დარტსი -  დავით ბასილაძე, ტურიზმის ფაკულტეტი
  • დარტსი - მოდაკ ვაიშნავი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი
  • შაში - ნიკა დარჩიძე,  იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
  • ესეების კონკურსი - თეა ვაშაყმაძე,   ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
  • ესეების კონკურსი - ნანდითა თითუსი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი
  • მკლავჭდი, მარცხენა  და მარჯვენა მკლავი, 60 კგ. - მარიამ ნოდია, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი
  • მკლავჭიდი, მარჯვენა მკლავი, 75 კგ. - ანრი ტაკიძე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი
  • მკლავჭიდი, მარცხენა მკლავი, 75 კგ. - ლუკა ლიპარტელიანი, იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
  • მკლავჭდი, მარცხენა და მარჯვენა მკლავი, 75 კგ. - თემურ ხიმშიაშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
  • ფოტო კონკურსი -  ნინო კაკაბაძე, ტურიზმის ფაკულტეტი
  • ერთწუთიანი ვიდეო  - სეიდა ზაინაბ რანა,  საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი
  • ცეკვა - ანუშკა ლადე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი
  • სიმღერა - დავით მჟავანაძე, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი
  • მინი ფეხბურთი - SPEED, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი
  • ტექბოლი - ლუკა ცაგარეიშვილი, ტექნოლოგიური ფაკულტეტი
  • „რა? სად? როდის?“
  • I ადგილი - ინკვიზიცია -  სულხან ოქროპირიძე, ალექსანდრე ჭაღალიძე, საბა ოკუჯავა, იაკობ მახარაძე
  • ალექსანდრე ზაქარიაძე(კაპიტანი)
  • II ადგილი - თამადა - ავთანდილ აბესლამიძე, ალექსანდრე შერვაშიძე, ანრი ჩხაიძე, სანდრო კილაძე, დავით მსხალაძე, ნიკოლოზ ნაკაშიძე (კაპიტანი)
  • III ადგილი - არტემისი - ლაშა ირემაძე, გიორგი ზოიძე, სამეთ შანიძე, გიორგი ჯაიანი, ნინელი გაბრუშიძე, ალბინა ბერიძე (კაპიტანი)

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა