სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრი

ტექნოლოგიური სტენდი

ინსტიტუტში ფუნქციონირებს ტექნოლოგიური უბანი, რომელიც აღჭურვილია ძირითადად უცხოური წარმოების მანქანა-დანადგარებით, სადაც ხორციელდება ახალი სახის პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიური რეჟიმების დადგენა და დაზუსტება, პროდუქციის საცდელი-საწარმო ნიმუშების დამზადება და დანერგვა.

ტექნოლოგიური უბნის საწარმო სიმძლავრე საშუალებას იძლევა მის ბაზაზე გადამუშავდეს ციტრუსი, სუბტროპიკული ხურმა, ტყემალი, კივი, მოცვი, ვაშლი, სტევია და სხვა. დამზადდეს ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ბიოლოგიური ღირებულების მქონე პროდუქტების ფართო ასორტიმენტი: ნატურალური კონცენტრატები, წვენები, ნექტარი, ჯემები, ხილფაფები, საწებლები, აჯიკა, ბიოლოგიურად აქტიური დანამატები, ბუნებრივი დამატკბობლები, ციტრუსის ყვავილის ექსტრაქტი.

ტექნოლოგიური უბნის გამოყენება შესაძლებელია სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების განხორციელების საქმეში. სასურსათო ტექნოლოგიების სპეციალობის მაგისტრანტებს და დოქტორანტებს უბნის ბაზაზე შეუძლიათ განახორციელონ პრაქტიკული სამუშაოების ძირითადი ნაწილი.

ტექნოლოგიური უბნის ძირითადი ტექნოლოგიური მაჩვენებლები:
ტექნოლოგიური უბანი უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის გადამუშავებას და მათ საფუძველზე ფართო ასორტიმენტის კვების პროდუქტების დამზადებას.
წარმოების გადამუშავების ძირითად ნედლეულად გამოყენებული იქნება:
მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი, კივი, ხურმა, კაკალი, ტყემალი, ვაშლი, ალუბალი, ყურძენი, პომიდორი, წიწაკა, სტაფილო

დამზადებული პროდუქციის ძირითადი ასორტიმენტი:

  • მანდარინის წვენი,
  • ფორთოხლის წვენი
  • ყურძნის წვენი (იზაბელა)
  • ციტრუსის კუპაჟირებული წვენები
  • ხურმის კონცენტრატი
  • ტყემლის წვენი
  • ალუბლის წვენი
  • შავი ხილის წვენი (ტყემალი, მოცვი, წყავი, ყურძენი)
  • ფორთოხლის ჯემი, მურაბა
  • ციტრუსის კუპაჟირებული ჯემი
  • მანდარინის ჯემი, მურაბა
  • ლიმონის მურაბა
  • კაკლის მურაბა
  • ფორთოხლის და ხურმის ჯემი, ხილფაფა
  • თხევადი ფორთოხალი შაქრით
  • ტყემლის და ხურმის ჯემი, ხილფაფა
  • კივის ჯემი
  • კივის და ფორთოხლის ჯემი
  • ტყემლის საწებელი
  • პომიდვრის საწებელი
  • პომიდვრის წვენი
  • კეტჩუპი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა