„საერთაშორისო კონფერენცია გლობალურ ეკონომიკაში ბიზნესის, მენეჯმენტის, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების პერსპექტივა“
28 ნოემბერი 2022 წელი

ბსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ვლადიმერ ღლონტმა, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ასიე ცინცაძემ და ბსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სამდივნოს უფროსმა, ასისტენტ პროფესორმა თამარ ღოღობერიძემ მონაწილეობა მიიღეს ქალაქ პრაღაში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „გლობალურ ეკონომიკაში ბიზნესის, მენეჯმენტის, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების პერსპექტივა“. კონფერენციაზე წარდგენილი იყო ბსუ-ს მიზნობრივი კვლევითი პროექტის „დაგროვებითი საპენსიო სისტემით მისაღები სოციალური სარგებლის ღირებულების პროგნოზირება“ კვლევის შედეგების ამსახველი ორი ნაშრომი: „სადეპოზიტო დანაზოგები და მათ სარგებლიანობაზე მოქმედი ფაქტორები“ და „დემოგრაფიული დივიდენდი და საპენსიო სისტემა საქართველოში“. ნაშრომები გამოქვეყნდება ჟურნალში „Special Education“, რომელიც ინდექსირებულია Scopus-ის ბაზაში.
სრულად