ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

ტრენინგი სწავლების თანამედროვე მეთოდებზე

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში 16-20 აპრილს განათლების ფაკულტეტის პროფესორებისთვის RESULT სისტემის ტრენინგი ჩატარდა.   აკადემიური პერსონალი გაეცნო RESULT სისტემას, მის კომპონენტებსა (სასწავლო პროცესის აგება, წარმართვა და შეფასება) და დანერგვის საშუალებებს. პროფესორებს შესაძლებლობა მიეცათ ასევე  RESULT სისტემის დანერგვისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებისა: ვიდეო-ლექციის ჩაწერა, კურსის შესაბამისი კვლევითი ამოცანების აგება, სტუდენტების ინსტრუქტაჟი, კვლევითი შეხვედრების (სემინარების) წარმართვა, სტუდენტების ინდივიდუალური და გუნდური შეფასება. დაიგეგმა RESULT სისტემის დანერგვა.

RESULT (RESEARCH and EDUCATION SYSTEMS UNIFIED as LEARNING TOOLS) არის საზოგადოების თანამედროვე მოთხოვნებზე დამყარებული, თანამედროვე გამოწვევების შესაბამისი უმაღლესი განათლების სისტემა, რომელიც ერთი მხრივ, მეტ პრაქტიკულ გამოცდილებას აძლევს სტუდენტს, ასწავლის თანამედროვე სამყაროსათვის სასიცოცხლოდ აუცილებელ გუნდურ მუშაობას. სისტემა მეორე მხრივ, უადვილებს პროფესორს კვლევითი პროექტების განხორციელებას, აძლევს  გუნდური მუშაობის შესაძლებლობას და უზიარებს ლიდერობის აუცილებელ გამოცდილებას. RESULT მოწოდებულია საბოლოოდ დასძლიოს დიქოტომია კვლევასა და უმაღლეს განათლებას შორის.
RESULT-ის განხორციელების მთავარი ფორმაა უნივერსიტეტში სალექციო კურსის ორიენტირება კვლევასა და კვლევის საშუალებით სწავლებაზე.

RESULT-ის საშუალებით სტუდენტი უფრო გაცნობიერებული აკონსტრუირებს ცოდნას და დამოკიდებულებას სამყაროსადმი, ხოლო პროფესორი სალექციო კურსს საკუთარი კვლევითი სამუშაოს განუყოფელ ნაწილად თვლის.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა