საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა (რონდელის ფონდი) რონდელის ფონდის უფროსი მკვლევრის ვლადიმერ პაპავას ხელმძღვანელობით ჩაატარა სამეცნიერო სემინარი „პოლიტეკონომიური საუბრები ლადო პაპავასთან" – რეგიონალიზმი და ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა: ანალიზი, შეფასება, პერსპექტივები, სადაც მომხსენებელი ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ვლადიმერ ღლონტი გახლდათ.
ქართულ ეკონომიკურ მეცნიერებაში რეგიონალიზმის პრობლემატიკას ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა. ბოლო პერიოდის მანძილზე შესწავლილია სახელმწიფო რეგიონული სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის, საფინანსო სისტემის ტერიტორიული ორგანიზაციის, სოციალური ინფრასტრუქტურის, მუნიციპალური რეფორმის განხორციელების პრობლემები და გამოწვევები. ქართველ მეცნიერ-ეკონომისტებმა შექმნეს სათანადო თეორიული და მეთოდოლოგიური ბაზა ქვეყნის და მისი რეგიონების განვითარების პრობლემატიკის, მათ შორის ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის მოდელის განვითარებასთან დაკავშირებული რიგი ასპექტის შეფასების თვალსაზრისით.
უკან |