ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

ამერიკელი მედია ექსპერტების სამუშაო შეხვედრა ბსუ-ს “ჟურნალისტიკის“ პროგრამის განმახორციელებელ პირებთან

სურათი

საერთაშორისო კონფერენციის „ჰუმანიტარული მეცნიერებები ინფორმაციულ საზოგადოებაში - 4“ ფარგლებში მასობრივი კომუნიკაციებისა და მედიის კვლევების სექციაში საქართველოში აშშ-ს საელჩოს მედია განათლების პროგრამის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ილინოისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ) მასობრივი კომუნიკაციების სკოლის აღმასრულებელ დირექტორთან სტივენ ჰანტთან და კონვერგენტული მედიის დირექტორთან ნათან კარპენტერთან და TV-10 News დირექტორთან ლორა ტრენდლ პოლუსთან, ასევე ჩიკაგოს დეპოლის უნივერსიტეტის პროფესორ და მედია განათლების პროგრამის დირექტორთან დენის მეტსონთან.

შეხვედრის მიზანი გახლდათ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ შემუშავებული “ჟურნალისტიკის“ საბაკალავრო პროგრამის უკუკავშირის გაკეთება და რეკომენდაციების გაცემა. დიალოგში მონაწილეობდნენ ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი მარინე გიორგაძე, პროგრამის ხელმძღვანელი ინგა შამილიშვილი, პროგრამაში ჩართული პირები და კონფერენციაში მონაწილე პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

პროფესორი სტივენ ჰანტი მონაწილეობს სხვადასხვა ამერიკული უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამების გარე რეცენზირებაში, ამდენად მისი შეფასება მნიშვნელოვანი გახლდათ “ჟურნალისტიკის“ პროგრამის სრულყოფისათვის, რომელიც სულ მოკლე პერიოდში წარდგენილი იქნება სააკრედიტაციოდ. ამავე შეხვედრაში მონაწილეობდა აშშ-ს საელჩოს საგრანტო პროგრამების კოორდინატორი სოფიო ბზიშვილი. მიმდინარე წელს სწორედ აშშ-ს საელჩოს მედია განათლების პროგრამის (MEP) ფარგლებში შემუშავდა და  ბათუმის უნივერსიტეტში ამოქმედდა „ციფრული მედიისა და ინოვაციების“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა და შესაძლებელი გახდა საბაკალავრო პროგრამის მომზადება.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა