ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

„საერთაშორისო კონფერენცია გლობალურ ეკონომიკაში ბიზნესის, მენეჯმენტის, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების პერსპექტივა“

სურათი

ბსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, პროფესორმა  ვლადიმერ ღლონტმა, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ასიე ცინცაძემ და  ბსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სამდივნოს უფროსმა, ასისტენტ პროფესორმა თამარ ღოღობერიძემ მონაწილეობა მიიღეს ქალაქ პრაღაში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში   „გლობალურ ეკონომიკაში ბიზნესის, მენეჯმენტის, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების პერსპექტივა“. კონფერენციაზე წარდგენილი იყო ბსუ-ს მიზნობრივი კვლევითი პროექტის „დაგროვებითი საპენსიო  სისტემით მისაღები სოციალური სარგებლის ღირებულების პროგნოზირება“  კვლევის შედეგების  ამსახველი ორი ნაშრომი:  „სადეპოზიტო დანაზოგები და მათ სარგებლიანობაზე მოქმედი ფაქტორები“  და „დემოგრაფიული დივიდენდი და საპენსიო სისტემა საქართველოში“. ნაშრომები გამოქვეყნდება ჟურნალში „Special Education“, რომელიც ინდექსირებულია Scopus-ის ბაზაში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა