მიმდინარე წლის 6 ოქტომბრიდან 23 ოქტომბრის ჩათვლით უნივერსიტეტის და ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელმძღვანელები პირველ კურსელებს შეხვდნენ. შეხვედრები ფაკულტეტების მიხედვით გაიმართა და მისი ძირითადი მიზანი იყო პირველკურსელთათვის უნივერსიტეტში მოქმედი რეგულაციების, სტრუქტურის, გაცვლითი, კვლევითი, კულტურული და სოციალური პროგრამების, სტიპენდიების, საგანმანათლებლო პროგრამების, შეფასების სისტემისა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სხვა საკითხების გაცნობა. შეხვედრებს ესწრებოდა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალიოშა ბაკურიძე და შესაბამისი ფაკულტეტების დეკანები.
უკან |