ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2016 წლის საშემოდგომო მიღებისთვის ახალი პროფესიული მოდულური პროგრამების განხორციელებას გეგმავს. ამ მიზნით უნივერსიტეტში 12 მაისიდან 14 მაისის ჩათვლით პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებთან. კონსულტაციები პროგრამების დანერგვის კონსულტირებისა და ხელშეწყობის სპეციალისტებმა ქალბატონმა დალი კალაძემ და ირმა გრძელიძემ განახორციელეს.
უკან |