საგანმანათლებლო პროგრამების კატალოგი

ტექნოლოგიებისა და საინჟინრო მენეჯმენტის დეპარტამენტი

ტექნოლოგიებისა და საინჟინრო მენეჯმენტის დეპარტამენტი შეიქმნა საინჟინრო-ტექნოლოგიურ ფაკულტეტთან 2006 წელს, როდესაც ბათუმის პოლიტექნიკური ინსტიტუტი შეუერთდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს.
2006 წლიდან 2010 წლამდე დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა სრ. პროფესორი ზ. მეგრელიშვილი, 2010 წლიდან 2013 წლამდე - ასოც. პროფ. ნ. მამულაიშვილი, 2013 წლიდან დღემდე სრ. პროფ. ზ. მეგრელიშვილი.
დეპარტამენტის სპეციალისტი მზიური შავაძე 2006 წლიდან დღემდე.

დეპარტამენტი ახორციელებდა და ახორციელებს შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებს:
პროფესიულის საგანმანათლებლო პროგრამა:
1. ნავთობისა და გაზის მეურნეობის ტექნიკოსი (2010 წლიდან დღემდე);
2. სასურსათო პროდუქტების წარმოების სპეციალისტი
ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა:
1. ნავთობგაზსადენებისა და ნავთობგაზსაცავების მშენებლობა, დაპროექტება,
ექსპლუატაცია (2008 წლამდე);
2. ნავთობისა და გაზის ტექნოლოგია (2010 წლამდე);
3. სამთო და გეოინჟინერია (2010 წლიდან დღემდე);
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა:
1. ნავთობგაზსადენებისა და ნავთობგაზსაცავების მშენებლობა, დაპროექტება,
ექსპლუატაცია (2010 წლამდე);
2. ნავთობისა და გაზის მოპოვების, ტრანსპორტირებისა და შენახვის ტექნიკა და ტექნოლოგიები (2011 წლიდან დღემდე);
სადოქტოროს საგანმანათლებლო პროგრამა:
სასურსათო ტექნოლოგია (2010 წლიდან 2013 წლამდე).
დოქტორანტი - მირანდა გორგილაძე, მეცნიერ-ხელმძღვანელები: აკადემიკოსი გ. პაპუნიძე და ასოც. პროფ. ე. ნიჟარაძე.

განათლებისა და მეცნიერების სისტემაში გატარებული რეფორმების შედეგად, 2006 წელს, საქართველოში პირველად, აკადემიური თანამდებობის (სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ პროფესორი) დასაკავებლად ჩატარდა კონკურსი. კონკურსის შედეგების საფუძველზე – 2006 წლიდან აკადემიურ თანამდებობაზე იმყოფებოდნენ: ზ. მეგრელიშვილი, გ. ფარცხალაძე, ე. ნიჟარაძე, ვ. ჩხაიძე, დ. ჩხაიძე, ნ. მამულაიშვილი, გ. ჩავლეშვილი, მ. ლორია, ქ. ინაშარიძე, ნ. დონდოლაძე.

მოწვეული პედაგოგების რაოდენობა:
2006-2007 სასწავლო წელს – 31 პედაგოგი,
2007-2008 სასწავლო წელს – 25 პედაგოგი,
2008-2009 საწავლო წელს – 14 პედაგოგი.

2009 წელს, განმეორებით ჩატარდა რიგით მომდევნო კონკურსი აკადემიური თანამდებობის (სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ პროფესორი) დასაკავებლად. კონკურსის შედეგების საფუძველზე 2009 წლიდან აკადემიურ თანამდებობაზე იმყოფებიან: ზ. მეგრელიშვილი, ნ. მამულაიშვილი, ე. ნიჟარაძე, დ. ჩხაიძე, მ. ლორია, ნ. დონდოლაძე.
მოწვეული პედაგოგების რაოდენობა:
2009-10 საწავლო წელს -7 პედაგოგი;
2010-11 საწავლო წელს - 4 პედაგოგი;
2011-12 საწავლო წელს - 13 პედაგოგი;
2012-2013 საწავლო წელს - 7 პედაგოგი.

2013 წელს ჩატარდა რიგით მომდევნო კონკურსი აკადემიური თანამდებობის (სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ პროფესორი) დასაკავებლად. კონკურსის შედეგების საფუძველზე 2013 წლიდან აკადემიურ თანამდებობაზე იმყოფებიან: სრ. პროფ. ზ. მეგრელიშვილი, სრ. პროფ. გ. ვარშალომიძე, ასოც. პროფ. ნ. მამულაიშვილი, ასოც. პროფ. ე. ნიჟარაძე, დ. ჩხაიძე, მ. ლორია, ნ. დონდოლაძე.

2013-2014 საწავლო წელს მოწვეულია 9 პედაგოგი.

დეპარტამენტში მოპოვებულია სამი გამარჯვებული გრანტი. აქედან ორი დაფინანსებულია:
1. საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის პროექტი - ISTC G-725 2004-08 წწ. სამეცნიერო ხელმძღვანელი: დ. ჩხაიძე; მენეჯერი: ზ. მეგრელიშვილი.
2. საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ წარდგენილი პროექტი - 09 496 7-201 2009წ. სამეცნიერო ხელმძღვანელი: ნ. მამულაიშვილი; მენეჯერი: ზ. მეგრელიშვილი.


3. საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ წარდგენილი პროექტი – 09 485 7-170 2009წ. მინიჭებული აქვს 84,5 ქულა (დაფინანსებული არ არის) სამეცნიერო ხელმძღვანელი: ნ. მამულაიშვილი; მენეჯერი: გ. ფარცხალაძე.

დეპარტამენტის თანამშრომლები მონაწილეობენ მიმდინარე გრანტებში:

1. 516613 – TEMPUS – 1-2011-1-BE-TEMPUS-JPHES” “ Building capacity for University-Enterprise partnerships towards competency based training in Armenia, Georgia and Ukraina. 2011-2014;
2. EU, 530244-TEMPUS-1-2012-1-SE-TEMPUS-JPCR, Modernizing higher engineering education in Georgia, Ukraine and Uzbekistan to meet the technology challenge 2012-2015.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა