ბსუ-ს სტუდენტ დავით გახოკიას სტარტაპ პროექტი “Foodly” GITA-ს 25000-ლარიანი გრანტის მფლობელი გახდა
12 აპრილი 2024 წელი
ბსუ-ს სტუდენტ დავით გახოკიას სტარტაპ პროექტი “Foodly” GITA-ს 25000-ლარიანი გრანტის მფლობელი გახდა
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის, დავით გახოკიას საპროექტო გუნდთან ერთად შექმნილი სტარტაპ პროექტი “Foodly” GITA-ს 25000-ლარიანი გრანტის მფლობელი გახდა. Foodly-ი www.foodly.space რესტორნების რეზერვაციის მობილური აპლიკაციაა, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, ერთ სივრცეში მარტივად აღმოაჩინონ და დაათვალიერონ სარესტორნო სივრცეები, დაჯავშნონ მაგიდა, შეუკვეთონ მენიუ და გადაიხადონ საფასური. ხოლო ბიზნესისთვის ეს არის შესაძლებლობა, მოიზიდონ დამატებითი მომხმარებლები ციფრულ სამყაროში გაზრდილი ხილვადობითა და მოქნილი რეზერვაციის პროცესის შეთავაზებით.
სრულად