ბსუ-ს პროფესორებმა მონაწილეობა მიიღეს მიკოლას რომერის უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმში
19 აპრილი 2024 წელი
ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორებმა 18-19 აპრილს მონაწილეობა მიიღეს ლიეტუვაში (ქ. ვილნიუსი, კაუნასი), მიკოლას რომერის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი უსაფრთხოების აკადემიის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმის მუშაობაში. პროფესორმა ბადრი გეჩბაიამ (თანაავტორი ასისტენტ პროფესორი ქ.გოლეთიანი) მოხსენება წარადგინა თემაზე: „ადამიანური რესურსების როლი კომპანიის მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად“, ასისტენტ პროფესორმა გიორგი ქათამაძემ (თანაავტორი ასოცირებული პროფესორი ნატო ჯაბნიძე) მოხსენება წარადგინა თემაზე: მცირე და საშუალო ბიზნესის ბაზრის დივერსიფიკაციის თანამედროვე გამოწვევები.