საქართველოს ჩემპიონი ონლაინ დებატებში „ერთი-ერთზე“ ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის IV კურსის სტუდენტი გოგიტა ბარამიძე გახდა. პირველობა 20 აპრილის დაიწყო და 6 ივნისს დასრულდა. ტურნირში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ყველაზე პროგრესულად მოაზროვნე 16-35 წლის 64-მა ახალგაზრდამ. ჩემპიონატი „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ ორგანიზებით და საქართველოს საგანმანათლებლო დებატების ასოციაციის პარტნიორობით გაიმართა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს გოგიტა ბარამიძეს გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს.
უკან |