ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

„IT-ტექნოლოგიების დანერგვა და გამოყენება ბიზნესში“

სურათი

შოთა რუსთაველის დარბაზში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით უკრაინული კომპანია „მაქს სტუდიოს“ გენერალურმა დირექტორმა მაქსიმ კოვალმა  ლექცია ჩაატარა თემაზე: „IT-ტექნოლოგიების დანერგვა და გამოყენება ბიზნესში“. მომხსენებელმა სტუდენტებს სპეციალურად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის შექმნილი სმარტფონის ახალი აპლიკაცია წარუდგინა. აპლიკაცია სტუდენტებს მიაწვდის ინფორმაციას ლექციების, გამოცდების ცხრილისა და პროფესორ-მასწავლებლების შესახებ. ღონისძიების დასასრულს მაქსიმ კოვალმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა