ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

ENPARD Ajara - სოფლის მეურნეობის განვითარება აჭარაში

სურათი

გაეროს განვითარების პროგრამის ENPARD Ajara წარმომადგენლებმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში  საგრანტო პროექტის პრეზენტაცია გამართეს. პროგრამა ევროკავშირისა და აჭარის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და აჭარაში სოფლის მეურნეობის ხელშეწყობას, მოგებაზე ორიენტირებული ფერმერებისგან ბიზნეს-ჯგუფების ჩამოყალიბებას, კოოპერატივებად რეგისტრაციასა და განვითარებას  ითვალისწინებს.  ENPARD Ajara სტუდენტებს საშუალებას აძლევს ჩაერთონ სოფლის მეურნეობის განვითარების პროცესებში კოოპერატივებისთვის საგრანტო ბიზნეს პროექტების შემუშავების კუთხით.  პროექტისთვის გრანტის სახით 20 000 აშშ დოლარია გამოყოფილი.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა