![გადიდება სურათი](http://bsu.edu.ge/text_images/ge_pic_3982_1_s.jpg)
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა დავით ქათამაძემ ჩაატარა სამეცნიერო სემინარი თემაზე: „მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის პრობლემები ღია ეკონომიკის პირობებში“. სემინარი მიეძღვნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას როგორიცაა: ეკონომიკური წონასწორობის პრობლემები ფიქსირებულ სავალუტო კურსთა სისტემის პირობებში; საბიუჯეტო და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გავლენა საგადასახდელო ბალანსზე; ექსპანსიური საბიუჯეტო და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გავლენა ეროვნულ შემოსავალზე მცურავ სავალუტო კურსთა სისტემის პირობებში.
უკან |