![გადიდება სურათი](https://bsu.edu.ge/text_images/ge_pic_4049_1_s.jpg)
უკრაინის ქალაქ პოლტავაში ვაჭრობისა და ეკონომიკის უნივერსიტეტეტში გაიმართა მენეჯმენტის კათედრის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო-სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: „სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სისტემების მენეჯმენტი ახალ ეკონომიკაში“. კონფერენციაზე ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ბადრი გეჩბაიამ პლენარულ სხდომაზე მოხსენება წარადგინა თემაზე: „გადაწყვეტილებების მიღების პროცესები თანამედროვე მენეჯმენტში“. სამეცნიერო სესიის ფარგლებში ასოცირებულმა პროფესორმა ბადრი გეჩბაიამ მენეჯმენტის სპეციალობის სტუდენტებისათვის საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „ბიზნესის ქსელური ორგანიზაცია: კლასტერული მენეჯმენტი და მათი ინტეგრაციული პროცესები“.
უკან |