ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

„თანამედროვე განვითარების ეკონომიკური, სამართლებრივი და სოციალური პრობლემები - 2015“

სურათი

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ  საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში „თანამედროვე განვითარების ეკონომიკური, სამართლებრივი და სოციალური პრობლემები - 2015“ მონაწილეობა მიიღეს  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა.  ფინანსების და საბანკო საქმის დეპარტამენტის პროფესორმა ასიე ცინცაძემ, ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი აბუსელიძემ, ასოცირებულმა პროფესორმა ლელა ონიანმა, ასისტენტ-პროფესორმა ლილით მელოიან-ფუტკარაძემ, დოქტორანტებმა თამარ ღოღობერიძემ და ლაშა ბერიძემ საერთაშორისო სამეცნიერო სესიებსა და ვორკშოფებში მოხსენებები წარადგინეს ეკონომიკის აქტუალურ საკითხებზე. კონფერენციის დასასრულს დაიგეგმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტების განხორციელება. სამეცნიერო-პრაქტიკული სესია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ჩატარდა. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა