ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის  პროექტის საჯარო განხილვა მოეწყო.

ქალაქ ბათუმის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარემ თენგიზ აფახაზავამ და   მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის მოადგილემ არჩილ ვანაძემ სტუდენტებსა და პროფესორ მასწავლებლებს ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები, მაჩვენებლები, პრიორიტეტები და მიზნობრივი პროგრამები გააცნეს. შეხვედრა დიალოგისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ბათუმის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა მერიასა და ბსუ-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა, საბიუჯეტო სისტემის ერთ-ერთი მთავარი პრინციპის - საჯაროობის გათვალისწინებით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა