ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

ტემპუსის საგრანტო პროექტის საინფორმაციო შეხვედრა

სურათი

ტემპუსის საგრანტო პროექტის ”Promoting Internationalization of HEIs in Eastern Neighbourhood Countries through Cultural and Structural Adaptations (PICASA)“ ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტის სტუდენტებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და ადმინისტრაციულ პერსონალთან. წარდგინებაზე მონაწილეებმა პროექტის მიზნები, მიღწევები და სამომავლო გეგმები წარმოადგინეს.  შემუშავდა უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის დებულება და ორი სამაგისტრო პროგრამა - ეკონომიკა და საჯარო მმართველობა. პროექტის ფარგლებში ასევე შეძენილია ტექნიკური აღჭურვილობა.

სამომავლო გეგმები განხილული იქნა შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში მონაწილე პერსონალის ჩართვით. საქმიანობა მოიცავდა დასაქმების სფეროს შესაბამის ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმებას, მსგავსი საგანმანათლებლო პროგამების განმახორციელებელ უცხოურ უნივერისტეტებთან კავშირების დამყარებას და პროგრამის სასწავლო კურსთა სილაბუსების აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. ასევე მსჯელობა გაიმართა უნივერისტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის ინტერნაციონალიზაციის ნაწილში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა