საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ, ადამიანის უფლებების დაცვის სამდივნოს უფროსმა მარიამ ჯაჯანიძემ და სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსმა ქეთევან შუბაშვილმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე შეხვედრა გამართეს. ღონისძიების მონაწილეებმა სოციალური და სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებების დამოკიდებულებაზე ისაუბრეს, სახელმწიფოს მზარდი სოციალური პასუხისმგებლობა განიხილეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის კონტექსტში და სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებების განხორციელების გათვალისწინებით სოციალური უფლებების რეალიზების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
ღონისძიება პროექტის „ადამიანის უფლებების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის პროცესის გაუმჯობესება ცენტრსა და რეგიონებს შორის“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (FWMI) პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLOG) ფინანსური მხარდაჭერით და ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოსთან თანამშრომლობით ახორციელებს.
უკან |