იურიდიული ფაკულტეტი

„კაზუსის ამოხსნის გერმანული მეთოდიკა სისხლის სამართალში“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის პროფესორმა, ბსუ-ს საპატიო დოქტორმა თომას კრუსმანმა სემინარი ჩაატარა თემაზე: „გერმანული კაზუისტიკის მეთოდიკა ქართულ სისხლის სამართალში“. ლექცია მიზნად ისახავდა სწავლებას კაზუსის ამოხსნის გერმანულ მეთოდიკაზე შედარებით-სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე როგორც ანგლო-საქსური პრეცედენტული სამართლის, ისე გერმანულ სისხლის სამართალში გახმაურებული საქმის მეშვეობით. ასევე გაიმართა დისკუსია საკითხზე, თუ როგორ უნდა შეფასდეს პოლიციის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ქმედება - წამების მუქარა ეჭვმიტანილის მიმართ მცირეწლოვანი მძევლის ადგილსამყოფლის თაობაზე ინფორმაციის მიწოდების მიზნით.
ქართველ და გერმანელ იურისტებს შორის არსებული ინტენსიური ურთიერთობის საფუძველზე გერმანული დოქტრინალური თეორიები აქტიურად განიხილება ქართულ სამეცნიერო იურიდიულ ლიტერატურაში. უნივერსიტეტმა გამოხატა მზადყოფნა DAAD-ის მხარდაჭერითა და თანამშრომლობით ბსუ-ის სამართლის ფაკულტეტზე დაფუძნდეს გერმანული სამართლის მეთოდოლოგიური სწავლების გრძელვადიანი პროგრამა. ინტენსიური სემინარის დანიშნულებაა, შეაფასოს გერმანული სამართლის მეთოდოლოგიური სწავლების, როგორც იდეის პერსპექტიულობა; სწავლება ასევე ითვალისწინებს, განისაზღვროს რამდენად შესაძლებელია გერმანული კაზუისტიკის მეთოდოლოგიით ქართული სისხლის სამართლის სწავლება საუნივერსიტეტო სივრცეში.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა