ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის (European Law Faculties Association) ეგიდით 25-27 აპრილს, ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით: „იურიდიული განათლება: ცოდნა და უნარები“. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ბსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ადამ მახარაძემ და ამავე ფაკულტეტის ასისტენტმა არმაზ კახიძემ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2015 წლიდან არის ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის წევრი.
უკან |