ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და „სამოქალაქო განათლების ცენტრის - Civic Education Centre” ორგანიზებით, სამართალმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტებისათვის გაიმართა ტრენინგი თემაზე - „ქვეყნის შიგნით ადგილნაცვალ პირთა სამართლებრივი დაცვის ხელის შემშლელი ფაქტორი“. სწავლება მიზნად ისახავდა სტუდენტებისთვის ქვეყანაში გადაადგილების აქტუალური სამართლებრივი საკითხებისა და საქართველოს მაგალითზე ქვეყნის შიგნით ადგილნაცვალ პირთა სამართლებრივი დაცვის ხელისშემშლელი ფაქტორების გაცნობას. ტრენინგში მონაწილეეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
იძულებითი გადაადგილება მეორე მსოფლიო ომის შემდგომ კაცობრიობის ერთერთ ყველაზე ფართო, მზარდ გლობალურ კრიზისსა და გამოწვევას წარმოადგენს. მსოფლიოს სხვადსხვა რეგიონში, მხოლოდ შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად 40 მილიონზე მეტი მოქალაქე იმყოფება იძულებით გადაადგილების პირობებში.
უკან |