იურიდიული ფაკულტეტი

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თემაზე საჯარო ლექცია გაიმართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის დადებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ნაფიც მსაჯულთა თემაზე საჯარო ლექცია გაიმართა. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიზანი მართლმსაჯულების სისტემის მიმართ ნდობის ამაღლება და საზოგადოების ჩართულობის ზრდაა მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში. 2007 და 2009 წლებში ჩატარებულმა კვლევებმა როგორც  აჩვენა, საზოგადოების ნაწილს ჰქონდა ინფორმაცია ნაფიც მსაჯულთა სისტემის შესახებ და პოზიტიური მოლოდინიც გააჩნდა, ხოლო ბევრისთვის უცნობი დარჩა საკითხები კონკრეტული პროცედურის შესახებ. აღნიშნული საკითხების შესახებ სტუდენტების ინფორმირებას ითვალისწინებს საჯარო ლექციების სერია, რომელიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში იმართება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა