იურიდიული ფაკულტეტი

სტუდენტებმა თამარ გვარიშვილმა და ნიკა ცეცხლაძემ აჭარის დებატების ტურნირში გაიმარჯვეს

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა თამარ გვარიშვილმა და ნიკა ცეცხლაძემ აჭარის დებატების ტურნირში გაიმარჯვეს. პირველობა საპარლამენტო და ღირებულებითი ფორმატის დებატებში 9-10 ივნისს მიმდინარეობდა და შეჯიბრში სტუდენტებთან ერთად, მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ. ტურნირის გამართვამდე 150 სტუდენტსა და მოსწავლეს ტრენინგები ჩაუტარდათ, როგორც ბათუმში ასევე სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. პროექტი აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით განხორციელდა. უნივერსიტეტი ულოცავს სტუდენტებს გამარჯვებას და  უსურვებს წარმატებებს. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა