საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2018 წლის ივლისში მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდები ჩაატარა. გამოცდაზე გავიდა საქართველოს მასშტაბით 233 გამოსაცდელი, ორივე გამოცდა წარმატებით ჩააბარა 52-მა , სასიხარულოა, რომ წარმატებულებს შორის, ოთხი მათგანი - გვანცა თურმანიძე, მამუკა ზოიძე, ჯაბა სურმანიძე და არჩილ ჯორთმენაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულები არიან.ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორატი, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, ულოცავენ გვანცა თურმანიძეს, მამუკა ზოიძეს და ჯაბა სურმანიძეს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარებას და უსურვებენ, რომ მომავალშიც მისცემოდეთ მათ მიღებული ცოდნის წარმატებით გამოვლენის შესაძლებლობა. ბსუ-ს კურსდამთავრებულებისაგან ახალ-ახალი წარმატებების მოიმედე ბსუ-ს რექტორატი და იურიდიული ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები.
უკან |