საქველმოქმედო ორგანიზაციის „პირველი ნაბიჯი საქართველოს“ ბათუმის ფილიალის მენეჯერმა ინგა ზარანდიამ სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტებს ღია ლექცია წაუკითხა. მომხსენებლმა ახალგაზრდებს საქართველოში არსებული „ადრეული ჩარევის“ სახელმწიფო პროგრამა გააცნო და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა. „პირველი ნაბიჯი საქართველოს“ მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. 15 წლის მანძილზე, ორგანიზაციის ძალისხმევის შედეგად, ასობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვმა დატოვა ბავშვთა სახლი, გაიარა სარეაბილიტაციო მომსახურება, შეძლო განათლების სისტემაში ჩართვა და სოციალური ინტეგრაცია.
უკან |