იურიდიული ფაკულტეტი

მემორანდუმი ორგანიზაციასთან - „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისათვის“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ, ეკონომიკისა და ბიზნესისა და  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტებსა და „ა(ა)იპ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისათვის“ შორის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულება ითვალისწინებს შშმ პირთა განვითარების ხელშეწყობას, სემინარების ჩატარებას, ერთობლივი პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებას. ღონისძიების ფარგლებში ორგანიზაციის თავმჯდომარემ თამაზ მჟავანაძემ ახალი პროექტი - „სტუდენტთა სამართლებრივი და ფსიქოლოგიური პრაქტიკული სწავლების ხელშეწყობისათვის“ წარადგინა.

პროექტი ხორცილდება ა(ა)იპ „აბროგაციისა“ და შპს „იურდიული და ფინანსური რეანიმაციის“ მხარდაჭერით. კონკურსის წესით შერჩეული ხუთი სტუდენტი პარტნიორ ორგანიზაციებში პრაქტიკას გაივლის, ასევე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ახალგაზრდებისთვის ტრენინგებსა და სემინარებს ჩაატარებენ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა