იურიდიული ფაკულტეტი

თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ვილნიუსის მიკოლას რომერის უნივერსიტეტთან

სურათი

ბსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ადამ მახარაძე და ასოცირებული პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე ვილნიუსში იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში მემორანდუმი გაფორმდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ვილნიუსის მიკოლას რომერის უნივერსიტეტს შორის. მხარეთა შეთანხმებით, განხორციელდება სასწავლო-სამეცნიერო პროექტები და შემუშავდება ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა სამართალმცოდნეობის მიმართულებით. უნივერსიტეტის პროფესორებმა ვილნიუსში ყოფნისას მონაწილეობა მიიღეს მიკოლას რომერის უნივერსიტეტს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში და მოხსენებები წარადგინეს თემებზე: „კონსტიტუციური ნორმები რელიგიის თავისუფლების შესახებ და სისხლის სამართლებრივი პასუხსმგებლობის ასპექტები“ და „პრეზიდენტის  უფლებამოსილებები ახალ ქართულ კონსტიტუციური რეალობაში“. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა