იურიდიული ფაკულტეტი

2014 წლის 12 ნოემბერს ჩატარებული დეკანის არჩევნების შედეგები

იურიდიული ფაკულტეტის დეკანად არჩეულია პროფესორი - ადამ მახარაძე

12 ნოემბერი 2014 წელი


იურდიული ფაკულტეტის საბჭოს 2014 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გამოცხადდა არჩევნები ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად. კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს ბსუ-ს საარჩევნო კომისიაში (ოთახი №3) 2014 წლის 01 დეკემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით, 10-დან 16 საათამდე, უქმე დღეების გარდა.

არჩევნები ჩატარდება 2014 წლის 12 დეკემბერს.

კანდიდატად დარეგისტრირება შეუძლია მხოლოდ იურდიული ფაკულტეტის პროფესორს ან ასოცირებულ პროფესორს, რომელსაც გააჩნია ადმინისტრაციულ ან აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.

კანდიდატმა სარეგისტრაციოდ უნდა წარმოადგინოს:

ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ბ) ავტობიოგრაფია (CV);

გ) უმაღლესი განათლების დიპლომის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი

და სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) სამოქმედო გეგმა (კონცეფცია);

ე) 2 ცალი ფოტოსურათი, ზომით ¾-ზე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა