სასამართლო საიმიტაციო დარბაზში გამართულ შეხვედრაზე იურიდიული ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას გაეცნენ. პროგრამის ხელმძღვანელმა ასოცირებულმა პროფესორმა ლევან ჯაყელმა პროგრამის ახალ მოთხოვნებზე, მის დარგობრივ მახასიათებლებზე, ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოზე, სტრუქტურასა და სასწავლო კურსების დინამიკაზე ისაუბრა. წარდგინების დასასრულს, ფაკულტეტის აკადემიურმა პერსონალმა სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა განიხილა, აკრედიტაციის გავლის საკითხებზე ისაუბრა და მისი განვითარების პერსპექტივები დასახა.
უკან |