იურიდიული ფაკულტეტი

იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კლუბის წევრების შეხვედრა გაიმართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კლუბის წევრებს შეხვედრა გაიმართა. კლუბის თავმჯდომარემ, სამართალმცოდნეობის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტმა ნიკა დუმბაძემ შეკრებილთ კლუბის მუშაობის შედეგები გააცნო. სამეცნიერო კლუბის მეცნიერ-ხელმძღვანელი, პროფესორი მურმან გორგოშაძე სტუდენტებს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში არსებულ ქართულენოვან, იურიდიული ხასიათის პერიოდულ გამოცემებზე ესაუბრა. მომხსენებლმა ახალგაზრდებს ასევე წარუდგინა პროფესორ ბესარიონ ზოიძის წიგნი „სამართლის პრაქტიკული ყოფიერების შემეცნების ცდა უპირატესად ადამიანის უფლებათა ჭრილში. ესეები“ (2013). კლუბის წევრებმა სამართალმცოდნეობის სპეციალობის პირველი კურსის სტუდენტების ილონა დიასამიძისა და ნიკა სვანიძის მიერ მომზადებული თემა „სიკვდილის დასჯის სახეები“ განიხილეს. შეხვედრის დასასრულს,  დებატები გაიმართა სიკვდილის დასჯის პრობლემებზე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა