ბათუმის შოთ რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ირაკლი ბურდულმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელშეკრულება ითვალისწინებს დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალების - მედიაციის განვითარების ხელშეწყობასა და ინსტიტუციონალიზაციას როგორც სახელმწიფოებრივ, ისე აკადემიურ, საუნივერსიტეტო სივრცეში. მემორანდუმის ფარგლებში, დაიგეგმა ბსუ-ში მედიაციის კურსის დანერგვა, მედიაციაში წარმომადგენლობის ეროვნულ კონკურსში სტუდენტური გუნდების მონაწილეობის მხარდაჭერა და მედიაციის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებში ინსტიტუციური გამოცდილების გაზიარება.
უკან |